ევროპარლამენტი მკაცრად გმობს აზერბაიჯანის ანტისომხურ პოლიტიკას

մարտ 11, 2022 - 16:03        Viewed: 202931       

 
ევროპარლამენტმა აბსოლუტური უმრავლესობით ( 635 მომხრე, 2 წინააღმდეგ, 42 თავი შეიკავა) გადაუდებელი რეზოლუცია მიიღო მთიან ყარაბაღში კულტურული მემკვიდრეობის განადგურების შესახებ.
 
პირველად ევროპარლამენტი იყენებს ტერმინს "არმენოფობია" თავის რეზოლუციაში, სადაც ხაზგასმულია აღიარება, რომ სომხური კულტურული მემკვიდრეობის წაშლა არის არმენოფობიის, ისტორიული რევიზიონიზმისა და სიძულვილის ფართო ნიმუშის ნაწილი. გარდა ამისა, აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ სომხების მიმართ დეჰუმანიზაცია, ძალადობა და სომხეთის რესპუბლიკის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მშვიდობასა და უსაფრთხოებას სამხრეთ კავკასიაში.
 
ევროპარლამენტი გმობს აზერბაიჯანის მაქსიმალისტურ, დამპყრობლურ პოლიტიკას და მოუწოდებს მას, უარი თქვას საკუთარ მიზნებზე, მილიტარისტულ მიდგომასა და ტერიტორიულ პრეტენზიებზე სომხეთის რესპუბლიკის მიმართ. გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს აზერბაიჯანს კეთილსინდისიერად ჩაერთოს ეუთოს მინსკის ჯგუფის ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებებში მთიანი ღარაბაღის სტატუსის მისანიჭებლად.
 
ევროპარლამენტი კატეგორიულად ითხოვს, რომ აზერბაიჯანმა მისცეს იუნესკოს წვდომა მის დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე არსებული მემკვიდრეობის ძეგლებზე, რათა იუნესკომ შეძლოს ფაქტების დამდგენი მისიის შესრულება. ასევე, აზერბაიჯანმა უნდა უზრუნველყოს სომეხი ექსპერტების გამოკვლევებში ჩართულობა.
 
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ სომხური კულტურული მემკვიდრეობის კვალის აღმოფხვრა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიიღწევა არა მხოლოდ მისი დაზიანებითა და განადგურებით, არამედ ისტორიის გაყალბებითა და ე.წ. კავკასიის ალბანეთად წარმოჩენის მცდელობით.
 
წყარო: eafjd.eu (ევროპულ-სომხური ფედერაცია სამართლიანობისა და დემოკრატიისათვის)  

Օրացույց