განცხადება

մարտ 21, 2022 - 21:55        Viewed: 197053       

21 მარტს, ილია ჭავჭავაძის გამზირზე ჩატარებული გამოფენის დაწყებისთანავე, ავტომობილის მძღოლს, რომელიც ტექნიკურ დახმარებას გვიწევდა ღონისძიების ორგანიზატორებს, მიუახლოვდა სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პიროვნება. აღნიშნულ პიროვნებასთან ხანმოკლე დიალოგის დასრულებისთანავე მძღოლმა უარი განაცხადა ჩვენთან თანამშრომლობაზე და დაუყოვნებლივ დატოვა ღონისძიების ადგილი. ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია აღნიშნული პიროვნების სურათის და მათი დიალოგის გასაჯაროება იმ იმედით, რომ შესაბამისი უწყებები რეაგირებას მოახდენენ ამ ფაქტთან დაკავშირებით, და მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდება.

განმეორებით გვინდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ ყველა ღონისძიება ჩატარდება მერიაში წარდგენილ წერილებში მითითებული ადგილების, დღეებისა და საათების შესაბამისად. გამოფენის ახალი ლოკაციის დამატების შემთხვევაში ორგანიზაცია წინასწარ აცნობებს მერიას.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თავისუფალი სიტყვის, აზრისა და შეკრების ხელშეწყობა დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

Օրացույց