საჭიროდ მიგვაჩნია განვმარტოთ 5 აპრილს საქართველოს პარლამენტის წინ სომეხთა გენოციდისა და კულტურული გენოციდისადმი მიძღვნილი გამოფენის დაწყებამდე ერთი საათით ადრე რიყის პარკში გადატანის მიზეზი.
5 აპრილს, გამოფენამდე ერთი საათით ადრე, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მოვიდნენ საქართველოს სომეხთა სათვისტომოს ოფისში და გვთხოვეს, არ გამართულიყო გამოფენა საქართველოს პარლამენტის წინ, რადგანაც მათი ინფორმაციით, იგივე ლოკაციაზე სხვა სავარაუდო ღონისძიებები იგეგმებოდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, იმ დღეს არანაირი ღონისძიება არ გამართულა აღნიშნულ ლოკაციაზე და ალტერნატივად გვთავაზობდნენ მხოლოდ ერევნის სკვერს (გვინდა ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ 24 აპრილამდე მანდ ასევე იგეგმება გამოფენა).
დიალოგის შედეგად გამოფენის ჩატარება გადაწყდა რიყის პარკში. გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 20 აპრილამდე, საქართველოს პარლამენტის წინ, იგეგმება გამოფენა “სომეხთა გენოციდი და კულტურული გენოციდი’’, მუნიციპალიტეტს უკვე ვაცნობეთ წერილით და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, იმის გათვალისწინებით, რომ წინასწარ არიან ინფორმირებულები საქართველოს პარლამენტის წინ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, თუ ჩვენს მიერ აღნიშნულ დღეს სხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, შეგვატყობინონ წინასწარ, რამდენიმე დღით ადრე, და არა ერთი საათით ადრე, და შემოგვთავაზონ სხვა ხელსაყრელი დღე და დრო პარლამენტის შენობის წინ გამოფენის გასამართად 21 აპრილამდე.
აღნიშნული გამოფენა მიზნად ისახავს აამაღლოს ჩვენი საზოგადოების ინფორმირებულობა სომეხთა გენოციდის საკითხთან დაკავშირებით.
ჩვენ ვხელმძღვანელობთ რა საქართველოს კონსტიტუციის II თავის, N21 მუხლის 1, 2 და 3 პუნქტებით, ასევე „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის l, lll, V, VIII, Xl და XIII მუხლებით.
დარწმუნებულები ვართ, რომ სიტყვის, აზრის და თავისუფალი შეკრების ხელშეწყობა დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საწინდარია.
პატივისცემით,
“საქართველოს სომეხთა სათვისტომო’’